სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტით.
კომპანია “აქვა გეო” აღჭურვილია უახლესი ევროპული
ტექნოლოგიებით და ლაბორატორიით, სადაც სისტემატიურად
მოწმდება ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხი. წყალი „სნო“
სრულად აკმაყოფილებს, როგორც ქართული, ასევე ევროპული
სტანდარტების მოთხოვნებს.
ქარხნის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო-
დანადგარებით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩავატაროთ როგორც
ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ევრომოთხოვნების
შესაბამისად.
ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის საერთაშორისო სტანდარტული მეთოდები - ISO. შექმნილია და უკვე დანერგვის პროცესშია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა - HACCP.
ლაბორატორია მუდმივად ამოწმებს წყლის ხარისხს, მკაცრად აკონტროლებს ჩამოსხმის პროცესს, რაც გარანტია იმისა, რომ წარმოებული წყალი იქნება ხარისხიანი და შეინარჩუნებს ბუნებით ბოძებულ, უნიკალურად დაბალანსებულ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ შემადგენლობას.
სნო მდიდარია ყველა იმ აუცილებელი ელემენტით, რომელიც რეკომენდებულია ბავშვებისათვის ჩვილობის ასაკიდან, როგორც სასმელად, ისე საკვების მოსამზადებლად