არსებობენ არტისტები, რომელთა ღიმილსაც კი მთელი სამყაროს შექმნა შეუძლიათ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ფერადი, სიცილიანი, ღიმილიანი მაშო სწორედ ასეთი არტისტების რიცხვს მიეკუთვნება. ერთ მზიან დღეს, სწორედ მისმა გულახდილმა ღიმილმა შექმნა მაშოლენდი - ჯადოსნური არსებებით სავსე სამყარო. „მაშოლენდის“ არსებები კი ჯადოსნური და თითქოს გამოგინილიც არის, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი, სანამ დაკარგული თევზების მდინარეში იყურება. მაშომ კობის ლიმიტირებული ბოთლების დიზაინზეც იმუშავა და მას შემდეგ კობი „მაშოლენდის“ მუდმივი ბინადარია. მოდით გავიცნოთ ჩვენი მაშო უფრო ახლოს.
ვინ არის მაშო მარგიშვილი?
ილუსტრატორი, დიზაინერი და Masholand-ის აღმომჩენი.
რა არის „მაშოლენდი“ და როგორ შეიქმნა ის?
Masholand-ი პარალელური სამყაროა, რომელიც 2013 წელს, ვიეტნამში ცხოვრებისას შემთხვევით აღმოვაჩინე. ეს ადგილი სავსეა სხვა და სხვა პერსონაჟით, ადგილითა თუ ამ პერსონაჟების ისტორიებით.
ყველაზე ხშირად რისი კეთება გიყვარს „მაშოლენდში“ მოგზაურობისას?
Masholand-ში მოგზაურობისას ძალიან მიყვარს ახალი პერსონაჟების გაცნობა და ყოველი ვიზიტისას აუცილებლად ვსტუმრობ საყვარელ ადგილებს, როგორებიცაა სიზმრების პარკი, ქვაჭამიების კლდე, თუ სიცილის ტბა.
როგორი პროცესი იყო კობის ეტიკეტზე მუშაობა, რა დეტალები გაითვალისწინე?
კობის ეტიკეტზე მუშაობა ძალიან სახალისო იყო, რომლის პროცესის დროსაც ცნობისმოყვარე მაშოლენდელებმა თავი წამოყვეს და ეტიკეტში მოხვედრა მოისურვეს. ცხადია, მეც არ ვიუარე და ბედნიერად წამოვასკუპე კობის ეტიკეტის დიზაინზე.
შენი ეტიკეტის დიზაინში საოცარი სიმსუბუქე იგრძნობა, კობის წყალი ხომ არ იყო ინსპირაცია?
კობის წყალი და მისი სიმსუბუქე ჩემთვის ზაფხულთანაა ასოცირებული. დროსთან, როდესაც წყალთან დიდ დროს ატარებ: სანაპიროზე ფლამინგოებთან ერთად ირუჯები ან ზღვაში წყლის ბინადრებთან ერთად დაცურავ. სწორედ ეს იყო ეტიკეტის შთაგონების წყაროც.
დაუტოვე კითხვა შემდეგ არტისტს.
ცხვირჩიტა მოერევა თუ ქვაჭამია?