მანანა არაბული არის არტისტი, Black Dog სტუდიის და მაღაზიის დამფუძნებელი.
რატომ Black Dog ?
ზანგო ერქვა ჩვენ შავ ძაღლს, რომელიც ქუჩაში იპოვა ჩემმა შვილმა 15 წლის წინ. ზანგო იყო ბევრად მეტი ვიდრე ძაღლი, იგი ადამიანივით იყო და გადავწყვიტე დიზაინ ბიუროსთვის დამერქვა „Zango Design” (2008 წელს). მე ვარ მხატვარი, მაშასადამე თავისუფალი ადამიანი ვარ. ვქმნი დიზაინს და მაქვს უფლება სტუდიას დავარქვა თავისუფალი, მხიარული და მეგობრული სახელი. ძაღლი ხომ მეგობარია?!
მეხალისება ის ფაქტიც, რომ „ზანგოს“ სახელი ისტორიაში დარჩება, ჩემს მიერ დიზაინზე ნამუშევარი წიგნების სახით.
როგორც მახსოვს 10-13 წლის წინ დასახელებებში არ იყო ამდენი თავისუფლება, ბევრი ამ სიტყვას სხვა და სხვა მნიშვნელობას ანიჭებდა და ბევრი კამათიც კი მოყვა. აღმოვაჩინე, რომ სლენგური მნიშვნელობა სიტყვა ‘ზანგს’ გაუჩნდა საბჭოთა კავშირის დროს, ხოლო თვითონ სიტყვა ჯერ კიდევ შოთა რუსთაველს აქვს ნახსენები და ნიშნავს შავს.
შავი ფერი ყველა ფერს მოიცავს და არის ყველაზე ღრმა. შავი ჩემთვის მელნის და ქართული დამწერლობის ფერიც არის, სწორედ ასე გაჩნდა სტუდიური მაღაზია “Black Dog Shop”. საქართველოში პირველი პლატფორმა დამწერლობასა და ქართულ ხელოვნებაზე აქცენტირებით, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ.
მომინდა, ერთი სიტყვა დამეწერა, ძალიან მარტივი და ყველასთვის ახლო და გასაგები. „ლეთერინგის“ მოხაზულობამ გამიტაცა, სადღესასწაულო და ‘ბრჭყვიალა’ ასოები მჭირდებოდა - ნაძვის ხის შუშის ბურთულებში ანარეკლებზე, სერპანტინზე, ლენტებზე, შუშხხუნებზე, შამფანიურზე და ფოიერვერკებზე ვფიქრობდი... და ასე მოვულოცე სრულიად საქართველოს ჩემი ‘გილოცავთ’-ით.
3. კობის წყალზე რას გვეტყვი? როგორ უხდება კერძებს და დღევანდელ ყოველდღიურობას?
მომეწონა რომ მსუბუქია და მართლა მთის გემო აქვს, ბუნებრიობის შეგრძნება გრჩება - ბოთლიც მომწონს პატარა, მოსახერხებელია სუფრასთან ხმარებაც. დილის საათებში ყველაზე სასიამოვნოა კობის დალევა. მე ყავასთან მიყვარს.
4. ქართულ კალიგრაფიაზე მოგვიყევი. შენი შექმნილი ყოველი შრიფტი ძალიან მსუბუქია, მიუხედავად ქართული ასოების კომპლექსური მოყვანილობისა. როგორ ქმნი მათ?
რთული იქნება სამუშაო პროცესი ვრცლად მოვყვე. ბევრ სხვადასხვა მედიაში მიმუშავია, ყველაზე დიდი გამოცდილება მაქვს ბეჭდვური, მრავალგვერდიანი გამოცემების, წიგნების და ბეჭდვური პუბლიკაციების დიზაინის შექმნაში, სადაც არა მარტო ფორმაზე და დიზაინ კონცეფციაზე ფიქრი მიწევს ხოლმე. ყოველთვის ვცდილობ პროექტის ფარგლებში პროფესიონალ ტიპოგრაფებთან ერთად უნიკალური ფონტი შევქმნათ, რომელსაც შემდგომ ვიყენებ გამოცემის დიზაინში. ქართული გვიან ვისწავლე, ჩემთვის ქართულ ტიპოგრაფიას დიდი მხავტრული და საკრალური ღირებულებები გააჩნია, განსაკუთრებით მიყვარს იგი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქართულ დამწერლობას არა მარტო დიზაინში, არამედ მის ნებისმიერ გამოხატულებაში. ჩემი სტუდიის მოტოა: ყოველივე ასო-ნიშანი - მოგზაურობაა / Every letter is a journey
კობისთვის შექმნილ „ლეთერინგის“ მოხაზულობას წყლის თვისებებს ვადარებ. ყველა ფორმა მრგვალია, პლასტიკური და ერთმანეთში გადადის. 70-იანი წლების დიზაინი მომაგონდა და ცისარტყელა თავისი ფსიქოდელიური მოტივებით, სადაც ყველაფერი ანათებს მრავალფეროვნებით, გამარტივებული და მრგვლოვანი, თითქოს ტალღებისებური ფორმებით.
5. კითხვა დაუტოვე შემდეგ არტისტს - ლევან ამაშუკელს (ზმუდარტს)
როგორ ხარ ლევან, როგორი ცვლილებები გქონდა პანდემიის პერიოდში, როგორ იმოქმედა შენ შემოქმედებაზე ყველაფერმა?