ჩოგო, ასე იცნობენ არტისტს, რომელთანაც დღეს ვიმყოფებით სტუმრად და რომელიც კობის ზამთრის ლიმიტირებული ეტიკეტების სერიიდან ერთ-ერთი ნამუშევრის ავტორია.
მარიამ, იცი ჩვენი წინა სტუმარი იყო თაკო ბაქრაძე, შენი კოლეგა და პროექტის თანამონაწილე. სწორედ მან მოისურვა შენთვის კითხვა დაესვა და მკითველთან წარსადგენი ესტაფეტა შენთვის გადმოეცა.
მაშ ასე, მზად ვართ, ტაში, ფარდა!
ბოლოს ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე?
გასული წელი, როგორც ბევრისთვის, ასევე ჩემთვის ნაკლებად იყო დატვირთული რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით. ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა და ძირითადად ახლად აღმოჩენილი კარგი მუსიკა მიტოვებს ხოლმე მძაფრ შთაბეჭდილებებს. ბოლოს აღმოჩენილებიდან გამოვარჩევდი ინგლისელი პანკ პოეტის John Cooper Clarke-ის კომპოზიციას - Evidently Chickentown.
მარიამი არის არტისტი, რომელიც... (გთხოვ, გააგრძელე)
მარიამი არის არტისტი, რომელიც კომერციის მორევში ცურავს და აქა იქ ებღაუჭება არტ პროექტებს
დიდი მოწონება დაიმსახურა შენმა მინიმალისტურმა ნამუშევარმა, რომელიც ამავდროულდ დახუნძლული იყო ფერებით და საოცარი სიმსუბუქე მოჰქონდა - მოგვიყევი როგორ იქმნბებოდა ან როდის, დღისით თუ ღამე, რა იყო ინსპირაცია?
აქამდე არასდროს მიმუშავია ამგვარ არასტანდარტულ ეტიკეტზე და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ პროექტში მონაწილე ყველა არტისტი კარგად ხატავდა და ეტიკეტსაც საკუთარი ნახატებით ააწყობდა. მე ვერ შევძლებდი დახატვას, ამიტომ ვეცადე რაიმე ცოტა ორიგინალური მომეფიქრებინა, ძალიან რომ არ ჩავკარგულიყავი ამ ულამაზეს ნამუშევრებში. დედლაინის წინა ღამემდე მივიყვანე საქმე და ავაწყვე ზამთრის მზის ჩასვლის პეიზაჟი მინიმალისტური დეტალებით, რომელიც მთლიანობაში მოზაიკას ქმნის.
კობის წყალზე რას გვეტყოდი, ვიცით რომ ახლა მომხმარებელი ხარ მაგრამ პირველად გასინჯვის ეფექტი როგორი იყო?
კობის წყალი არტისტი რომ ყოფილიყო, მინიმალიზმის მიმდევარი იქნებოდა. იმდენად მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ უცებ შემოგესმება ახლადგახსნილი ბოთლი.
ჩამოთვალე 5 სასმელი ან კერძი რომელსაც მოუხდებოდა წყალი მსუბუქი მინერალიზაციით.
ხუთის ჩამოთვლა არ იქნება საკმარისი, რადგან წყალი მსუბუქი მინერალიზაციით ჰარმონიას შექმნის ნებისმიერ კერძთან, დესერტთან თუ სასმელთან.
შენ ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობ და მუდამ ვითარდები, ხელიც საოცრად სწრაფი გაქვს და მსუბუქად უძღვები ყველა პროექტს - რა არის შენი საიდუმლო? რამე რჩევას ხომ არ მისცემდი ახალგაზრდა დიზაინერებს?
პერფექციონიზმი არის ჩემი საიდუმლოც, პლუსიც და ხანდახან მინუსიც. ნებისმიერ რამეზე მუშაობის დროს ვცდილობ უმნიშვნელო დეტალებიც არ დავტოვო უყურადღებოდ. ამან შეიძლება განსაზღვრულზე მეტი დრო წაიღოს, მაგრამ ვფიქრობ რომ ასეთი მიდგომით უფრო დასრულებული სახის ნამუშევრების შექმნაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა რომ 5 წელიწადზე მეტია ამ სფეროში ვარ, მეც ახალგაზრდა დიზაინერად ვთვლი თავს. ვარ საკმაოდ თვითკრიტიკული, რაც მეხმარება წინსვლასა და განვითარებაში. ჩემზე უფრო ახალგაზრდა დიზაინერებს ვურჩევდი: მოღვაწეობის არცერთ ეტაპზე იფიქრონ, რომ შემოქმედების პიკში არიან, ასე არასდროს შეწყვეტენ განვითარებას და მაღალ საფეხურებზე ასვლას.
დაუსვი კითხვა შემდეგ არტისტს
„ლოქდაუნის“ დროს თუ აღმოაჩინე საკუთარ თავში რაიმე ახალი, (თვისება, ნიჭი, ჰობი) რაც ამ პერიოდამდე არასდროს შეგინიშნავს?