წყლის წარმომავლობა და ხარისხი


არაგაზირებული წყლის ბაზრის ათვისების შემდეგ კომპანიამ მიზნად დაისახა გაზირებული წყლის წარმოებაც. პროექტი ძალიან რთული იყო, რადგან პირველი ბრენდის სტანდარტი ძალიან მაღალი იყო და მომხმარებლის მოლოდინიც შესაბამისი. აღნიშნული ამოცანის დასახვის შემდეგ „აქვა გეო“-მ დაიწყო პირველი ეტაპი, რაც შესაბამისი წყაროს მოძიებას და მის შესწავლა კვლევას წარმოადგენდა.
Video
Video

წყლის მდებარეობა



კობის მინერალური წყლის მიწისქვეშა საბადოს გავრცელების რაიონი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, კავკასიონის მთათა სისტემის უხათის ვულკანური მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. აღნიშნული წყლის საბადოსთან აშენდა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა, რომელმაც 2018 წლის ივლისში პირველი პროდუქცია გამოუშვა ბაზარზე. „კობი“-ს წყლის შემუშავებაში ჩართული იყო არა ერთი მსოფლიო ბრენდის ავტორი ტექნოლოგი 50 წლიანი გამოცდილებით ალესანდრო კოველი.

წყლის ტექნოლოგია



წყალი წარმოებულია უნიკალური ცივი კარბონიზაციის ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს CO2-ის მოლეკულების შეტანას <3 C° ტემპერატურის წყალში, რაც მის ძალიან წვრილ ბუშტულებად დისპერსირებას (გახსნას) უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი კი დალევის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს ხდის, არ იწვევს ცხვირში წვას და შებერვას. მისი დაბალი მინერალიზაციის გამო „კობი“-ს წყალი ჩვეულებრივი სასმელი წყალივით კლავს წყურვილს, განსხვავებით საქართველოში არსებული წარმოებული ანალოგებისგან.


საწარმოს გააჩნია საერთაშორისო სერთიფიკატები