სნო-ს წყალი თქვენი სილამაზისთვის

 


სასმელ წყალს უამრავი სარგებელის მოტანა შეუძლია ჩვენი კანისა და სხეულისთვის. დალიე ბევრი წყალი - ეს რჩევა ხშირად მოგისმენიათ...

 

მსოფლიოში მრავალი ადამიანი იტანჯება დეჰიდრაციით. თქვენს ორგანიზმს სათანადოდ ფუნქციონირებისთვის დღეში დაახლოებით ორი ლიტრი წყალი ესაჭიროება. თუ არ ხართ წყლის მოყვარული ეს შესაძლოა შეუძლებელ ამოცანად მოგეჩვენოთ. ორგანიზმში წყლის ბალანსის შესავსებად ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

 


მთელი დღის განმავლობაში მცირე რაოდენობით წყლის მიღება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.  მიზნის მისაღწევად ეფექტური გზაა პირველი ორი დღის განმავლობაში ერთი ან ორი ჭიქა წყლის მიღება. მესამე დღეს სამი ჭიქის დალევა და თანდათან სასურველ რაოდენობამდე - 8 ჭიქამდე გაზრდა.

 

 

ადამიანის კანი სხეულის საერთო ჯანმრთელობასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. როდესაც სხეული საკმარისადაა წყლით გაჯერებული უკეთ გამოიყურებით და თავს უკეთ გრძნობთ. წყალი ჯანმრთელობის გარანტი და სილამაზის ელექსირია:

 


- აძლიერებს ჯანმრთელობას

- ზრდის ენერგიას

- ამცირებს თვალის გარშემო შავ ლაქებს

- აუმჯობესებს სახის კანის ფერს

 

 

რაში მდგომარეობს ამ სითხის ჯადოსნური ეფექტი? სცენის მიღმა წყალი მთელ რიგ პროცესებში მონაწილეობს:
 
- უზრუნველყოფს თითოეული უჯრედის კვებას

 

- გამოდევნის ტოქსინებს

- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

- უზრუნველყოფს სახსრების მოქნილობას

 

წყლის ყოველდღიური მიღება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და სასურველ შედეგს იძლევა - აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

 

გამოიყენე  ნატურალური მინერალური წყალი სნო შენი სილამაზისთვის!