წყალი სნო მინერალური სასმელების გამოფენაზე სასტუმრო რადისონში



3 აპრილს, კომპანია “აქვა გეო”-მ სასტუმრო რადისონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გამართულ ქართული მინერალური და უალკოჰოლო სასმელების გამოფენაზე თავისი პროდუქცია წარადგინა.
 

ნატურალური მინერალური წყალი სნო გამოფენაზე 6 სხვადასხვა შეფუთვით იყო წარმოდგენილი, მათ შორის 19 ლიტრიანი ბალონებით და პრემიუმ კლასის დისპენსერებით.  მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართულ პროდუქციის პოპულარიზაციას არამარტო ადგილობრივ, არამედ უცხოეთის ბაზარზე.
 

გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ  ქართული სამთავრობო სტრუქტურების, საერთშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ბუნებრივად ნატურალური მინერალური წყალი სნო.