სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი „აქვა გეო“-ში წარმატებით დასრულდა



კომპანია „აქვა გეო“-მ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) დახმარებით წარმატებით დაასრულა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (FSSC 22000) გაუმჯობესების პილოტური პროგრამა საქართველოში. პროექტის განხორციელების პერიოდში კომპანიამ წარმატებით გაიარა, როგორც ხარისხის მენეჯმენტის ISO 9001:2008, ისე სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ISO 22000:2005 სისტემის სტანდარტების დანერგვის პროცესი და სერტიფიცირება.


პროექტის ფარგლებში კომპანიაში გაუმჯობესდა სურსათის უვნებლობის პოლიტიკა და   კიდევ უფრო ამაღლდა პერსონალის კვალიფიკაცია. ახალი პროცედურების დანერგვამ კიდევ უფრო დახვეწა ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ერთიანი სისტემა, რაც კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესება კომპანიას ხელს შეუწყობს წარმოების თანამედროვე პრაქტიკის გამოყენებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში.


სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად გაუმჯობესდა სამუშაო პროცესის კონტროლი და საწარმოო რისკები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. რაც პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტში მაღალი ხარისხით და სურსათის უვნებლობის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. კომპანია ამ სტანდარტების შესაბამისად სისტემატურად მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი, დაცული და გარანტირებული პროდუქტის მაღალი ხარისხით.


საწარმოში წარმოების ჰიგიენის პრაქტიკისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი იყო კომპანიის სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება.


მომზადდა სურსათის უვნებლობის დონის ამაღლების მიზნით განსახორციელებელი  ღონისძიებების ნუსხა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) დახმარებით შემუშავდა და საწარმოში ჩატარდა ტრენინგები და კონსულტაციები პერსონალის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად აუცილებელი პროგრამების HACCP პრინციპებისა და ISO 22000:2005 მოთხოვნების შესაბამისად. 


კომპანიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში გაძლიერდა კომპანიის ხელმძღვანელობის ჩართულობა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შემუშავებაში, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებაში.


სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ შეიმუშავა შიდა აუდიტისა და თვითინსპექციის ეფექტური ყოველწლიური პროგრამა, უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ სურსათის უვნებლობის მართვის დანერგილი სისტემის სერტიფიცირებას FSSC 22000-ის შესაბამისად.