ქარხნის გახსნა

 

 

24 ოქტომბერს, 15 საათზე, მისაქციელში მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ახალი კომპანიის „აქვა გეო“–ს ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციას საქართველოს პრეზედენტი მიხეილ სააკაშვილი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  და  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II  დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჟურნალისტები, პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები და სხვა.

 
პრეზენტაციაში საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი ”ბასიანი”, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ”რუსთავი” და დავით ილურიძის ბენდი მონაწილეობდნენ.


გახსნის ცერემონიაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ნატურალური მინერალური წყალი სნო და კომპანია ”აქვა გეო”-ს უახლესი აპარატურით აღჭურვილი, პროფესიონალი პერსონალით დაკომპლექტებული ქარხანა დაათვალიერეს. სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ თვალყური ედევნებინათ წარმოების პროცესებისთვის და კომპანიის პირველი ნაბიჯების უშუალო მონაწილეები გამხდარიყვნენ.