კომპანიამ „აქვა გეო“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა



14 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონში“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა, რომელსაც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან 100–მდე სტუმარი ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ბაზრის განვითარების საკითხებში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემის როლი განიხილეს, ასევე უცხოელმა მომხსენებლებმა ქართულ მხარეს სურსათის უვნებლობის სფეროში საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის დანერგვის თემებზეც ისაუბრეს.


ფორუმი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია IFC-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სურსათის მწარმოებლები,  მსხვილი სავაჭრო საცალო ქსელის, მთავრობის წარმომადგენლები, კონსულტანტები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. IFC-ის საკონსულტაციო პროგრამა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მეწარმეებს სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება.


საერთაშორისო ფორუმზე ნატურალური მინერალური წყალი სნო-ს მწარმოებელი კომპანია „აქვა გეო“ მონაწილეობდა. კომპანიაში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემის დანერგვის გაუმჯობესების პროექტი IFC-ის თანადაფინანსებით საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებით კომპანია უზრუნველყოფს წარმოების ყველა ეტაპზე მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და მაღალი სტანდარტებით მუშაობას, რაც განაპირობებს  მომხმარებლის  ნდობის ამაღლებას, რაც გულისხმობს, რომ წყალი სნო შეესაბამება მაღალი დონის ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მისი ხარისხი სტაბილურად მაღალია   - მოპოვებიდან მომხმარებლამდე. ფორუმის სტუმრებისთვის ნატურალური მინერალური წყალი სნო- პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაცია საექსპოზიციო კუთხის მეშვეობით  მოხდა.