IFC–ის წარმომადგენლობა „აქვა გეო“-ში



საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) ინიციატივით, „აქვა გეო“-ს საწარმოს IFC–ის წარმომადგენლობა ეწვია. ნატურალური მინერალური წყალი სნო-ს მწარმოებელმა კომპანიამ IFC–ის დახმარებით წარმატებით დაასრულა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის გაუმჯობესების პილოტური პროგრამა საქართველოში.


აღნიშნული სტანდარტების შესაბამისობის გასაცნობად  10–მდე სტუმარმა საწარმო  დაათვალიერა და ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო. ჯგუფს ხელმძღვანელობდა IFC-ის საკონსულტაციო პროგრამის ხელმძღვანელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯესპერ კიერი.


დელეგატთა შორის ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის, კერძოდ ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს წამომადგენლები იყვნენ, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი ხორციელდება. სტუმრები საწარმოში განხორციელებული პროექტით დაინტერესდნენ და მათი ფინანსური მონაწილეობით გაწეული სამუშაოებით კმაყოფილები დარჩნენ.