აქვა გეო
საწარმო

Aquageo plant

წყლის ჩამოსხმის საამქრო აღჭურვილია ევროპაში აღიარებული საუკეთესო ბრენდის ბოლო მოდიფიკაციის სრულად ავტომატიზირებული მინისა და პეტ ბოთლებში ჩამოსხმისა და შეფუთვის ხაზებით; ქარხანა თბილისთან ახლოს, სოფელ მისაქციელის ტერიტორიაზე 18,000 კვ/მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.


ხაზებში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის განსაკუთრებულ დაცვას.


წყალს 150 მეტრი სიღრმიდან მოიპოვებენ. ორივე ჭაბურღილი უშუალოდ წარმოების ტერიტორიაზე მდებარეობს და მიწის წიაღიდან ამოსული წყალი უჟანგავი ლითონის მილებით მიეწოდება საწარმოს. მოპოვებული წყლის მაღალი ხარისხი, სტაბილურობა და ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისობა დადასტურებულია ქართული (გამა) და მსოფლიოში წამყვანი გერმანული Fresenius institution და ავსტრიული Bio 4 ლაბორატორიების დასკვნებით.

მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული ბუნებრივი წყალი მაღალი ხარისხით, სისუფთავით და ყველა სასარგებლო მინ
Sno Glass productionერალის არსებობით ხასიათდება. საბადოდან მოპოვების შემდეგ წყალი გადის ფილტრაციის პროცესს, რომელიც კომპიუტერული კონტროლის უახლესი ტექნოლოგიური სისტემით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წყლის დამუშავების უბანზე არ ხდება მისი დაგროვება რეზერვუარებში. ჭაბურღილიდან მოპოვებული წყალი ფილტრაციის გავლით უწყვეტად მიეწოდება ჩამომსხმელ ხაზებს.


კვალიფიციური ტექნიკური პერსონალი, რომელმაც ტრეინინგი გაიარა ფრანგ და იტალიელ სპეციალისტებთან, უზრუნველყოფს წარმოების გამართულ და ეფექტურ მუშაობას.